საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
Cisco–ს ქსელური აკადემია ეხმარება სტუდენტებს კომპიუტერული ქსელების სფეროში ცოდნის დონის გაღრმავებასა და ახალი უნარ–ჩვევების მიღებაში. სტუდენტებს ეძლევათ ახალი პროფესიის და მსოფლიოში აღიარებული სერტიფიკატების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობა. აკადემიის სტუდენტები იძენენ ქსელების სფეროში ფუნდამენტურ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.
ვრცლად
LPI აკადემია ამზადებს ახალი თაობის პროფესიონალებს, რომელთაც უნდა გააჩნდეთ მომავლის ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ–ჩვევები: მრავალფეროვანი კომპიუტერული სისტემების და ღია კოდის პროგრამების საფუძვლების ცოდნა, სხვადასხვა ტიპის სერვისების უზრუნველყოფა, კომპიუტერული სისტემების მართვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ვრცლად
Juniper–ის ქსელური აკადემიის მიზანია მოახდინოს ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვა თანამედროვე კომპიუტერულ ქსელებში. აღნიშნული პროცესის წარმატებული განხორციელება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმ პროფესიონალების აღზრდაზე, რომლებიც გაიზიარებენ ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიდგომებს და შეისწავლიან "Juniper Network"–ის მიერ შემოთავაზებულ ქსელურ ინფრასტრუქტურას.
ვრცლად
ასოციაცია "გრენა"–ს ბაზაზე შექმნილია დისტანციური სწავლების ცენტრი, რომლის მეშვეობით თქვენ გეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად აიმაღლოთ ცოდნა და კვალიფიკაცია ამათუიმ სფეროში.
პედაგოგებს კი შეუძლიათ საკუთარი სასწავლო პროგრამების წარდგენა უფრო ფართო საზოგადოებისთვის.
ვრცლად
Oracle-ს ბაზების აკადემია საშუალებას მოგცემთ მიიღოთ საჭირო ცოდნა და გამოცილება ბაზების სრულყოფილი ადმინისტრირებისთვის.

Oracle გახლავთ ყველაზე მდგრადი და გამართული სისტემა მონაცემთა ბაზების მართვისთვის.

ვრცლად
Pearson VUE არის ლიდერი ორგანიზაცია ონლაინ ტესტირების სფეროში. იგი უზრუნველყოფს კომპიუტერის მეშვეობით ტესტირებების ჩატარებას საინფორმაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა კომპანისთვის. აღნიშნული ტესტირებები ტარდება საგამოცდო პროცედურების უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით მსოფლიოს 175 ქვეყანაში.
ვრცლად