საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
|
CCNA Security
|
|
|
CCNA Security
CCNA Security არის Cisco-ს აკადემიის ქსელის უსაფრთხოების კურსი. მასში განხილულია კომპიუტერული ქსელის და მისი მომხამრებლების მიმართ არსებული თანამედროვე საფრთხეები. იგი შეასწავლის სტუდენტებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მცირე, ან საშუალო ზომის ორგანიზაციის ქსელის დაგეგმვა, მონიტორინგი და დაცვა როგორც ქსელური აპარატურის, ასევე მომხმარებლის კომპიუტერის დონეზე.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც გავლილი აქვთ CCNA სასწავლო კურსი, ან გააჩნიათ კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება და სურთ გაიღრმავონ ცოდნა. ან შეიძინონ ახალი უნარ–ჩვევები კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების და დაცვის საკითხებში. ეს კურსი ასევე განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ ჩააბარონ "Implementing Cisco IOS Network Security" (IINS) სასერტიფიკატო გამოცდა და მიიღონ Cisco–ს საერთაშორისო ინდუსტრიული CCNA Security სერტიფიკატი. აღნიშნული გამოცდა ფასიანია, მაგრამ Cisco–ს ქსელური აკადემიის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%–იანი ფასდაკლების ვაუჩერით, რომელსაც ისინი მიიღებენ CCNA Security კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.


  
კურსში განხილული საკითხები



კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
 
  კურსის ღირებულება და გადახდის პირობები
 CCNA Security კურსზე რეგისტრაცია