საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
|
|
CCNP
|
|
CCNP

Cisco–ს ქსელური აკადემია გთავაზობთ CCNP (Cisco Certified Network Professional) კურსს, რომელიც წარმოადგენს Cisco–ს სერტიფიცირების მე–3 დონის კურსს და განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტისთვის, რომელიც დაინტერესებულია კორპორატიული ქსელების მართვის უნარჩვევების გაღრმავებაში და ამ სფეროში კარიერულ ზრდაში. აღნიშნული კურსი ეხმარება სტუდენტებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოიპოვონ პროფესიონალური ცოდნა და შესაბამისი სტატუსი. ეს კურსი ასევე განკუთვნილია ყველა იმ პიროვნებისთვის, ვინც გეგმავს Cisco–ს საერთაშორისო CCNP სერტიფიკატის მოპოვებას.


CCNP კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, რომელთა საშუალებითაც სტუდენტი შეიძენს გაღრმავებულ ცოდნას და უნარჩვევებს ქსელის მარშრუტიზაციის, ჩართვა–ინსტალაციის, ქსელის შემდგომი მართვის და პრობლემების აღმოფხვრის საკითხებში.


CCNP კურსი წარმოადგენს CCNA კურსის შემდგომ ეტაპს, რომელიც მომზადებულია ყველა იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც ასოცირებულია თანამედროვე კორპორატიულ ქსელებში პროფესიონალური დონის სამუშაო პოზიციებთან. ასეთ პოზიციას განეკუთვნება ქსელის ინჟინერი, ქსელის ადმინისტრატორი, სისტემური ინჟინერი და ქსელის კონსულტანტი.


CCNP კურსი შედგება სამი ნაწილისგან (მოდულისგან):

   
  • CCNP Route - Implementing IP Routing 
  • CCNP Switch - Implementing IP Switching 
  • CCNP Tshoot - Maintaining and Troubleshooting IP Networks


აღნიშნული მოდულებიდან პირველი ორი არის დამოუიკიდებელი კურსები და მათ გასავლელად არანაირი წინაპირობა არ არსებობს. რაც შეეხება მე–3 მოდულს, მისი გავლისთვის აუცილებელია, რომ სტუდენტს ქონდეს გავლილი ორივე ROUTE და SWITCH მოდულები. CCNP კურსზე რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი სტუდენტს ქონდეს აღებული CCNA სერტიფიკატი, მაგრამ აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.


  
კურსში განხილული საკითხები



 კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
 
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები