|
|
|
|
სერტიფიცირება
სერტიფიცირება
კომპანია Cisco გთავაზობთ კომპიუტერული ქსელების სპეციალისტების სერტიფიცირების 5 დონეს: Entry, Associate, Professional, Expert და Architect. აღნიშნული სერტიფიცირება წარმოადგენს თანამედროვე კომპიუტერული ქსელების სფეროში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ და აღიარებულ სერტიფიცირების პროგრამას.


Entry დონე                                                        
                                             

 
  • CCENT
  • CCT

CCENT და CCT სერტიფიცირების პროგრამები წარმოადგენს კომპიუტერული ქსელის სფეროში დამწყები ტექნიკოსის სტატუსის მოპოვების საწყის ეტაპს

 Associate დონე 
                                                     

 
  • CCNA
  • CCDA
  • CCNA Data Center
  • CCNA Security
  • CCNA Service Provider
  • CCNA Service Provider Operations
  • CCNA Video
  • CCNA Voice
  • CCNA Wireless

Associate დონის სერტიფიცირების დაწყება შესაძლებელია CCNA ან CCDA გამოცდის ჩაბარებით. CCNA გამოცდა მოიცავს ქსელის ინსტალაციისა და მისი მართვის საკითხებს, ხოლო CCDA განიხილავს ქსელის დიზაინის საკითხებს. აღნიშნული დონე წარმოადგენს ფუნდამენტურ დონეს კომპიუტერული ქსელების სფეროში წარმატების მისაღწევად.
 
Professional დონე



 
  • CCNP
  • CCDP
  • CCNP Data Center
  • CCNP Security
  • CCNP Service Provider
  • CCNP Service Provider Operations
  • CCNP Voice
  • CCNP Wireless

Professional დონე წარმოადგენს სერტიფიცირების შემდგომ ეტაპს, რომელიც მიუთითებს კომპიუტერულ ქსელებში გაღრმავებულ ცოდნასა და გარკვეულ გამოცდილებაზე, რომელიც უნდა გააჩნდეს ქსელის პროფესიონალებს. თითოეული მიმართულება მოიცავს შესაბამის საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ამათუიმ სამუშაო როლთან.
 
Expert დონე



 
  • CCDE
  • CCIE Routing & Switching
  • CCIE Data Center
  • CCIE Security
  • CCIE Service Provider
  • CCIE Service Provider Operations
  • CCIE Voice
  • CCIE Wireless

Expert დონის სერტიფიკატი დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ და აღიარებულ სერტიფიკატს კომპიუტერული ქსელების სფეროში.
 
Architect დონე


 
  • CCAr

Architect დონის სერტიფიკატი გახლავთ Cisco–ს სერტიფიცირების უმაღლესი დონე და წარმოადგენს CCDE სერტიფიცირების შემდგომ ეტაპს.




Cisco–ს სერტიფიცირების პროგრამის ამა თუ იმ მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ Cisco–ს ვებ–გვერდზე.