საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
|
|
სერტიფიცირება
სერტიფიცირება
Linux Professional Institute Certification (LPIC) სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია იმისათვის, რომ მოახდინოს IT სპეციალისტების კომპეტენციის დადასტურება ლინუქსის ოპერაციული სისტემის და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების გამოყენებაში. აღნიშნული პროგრამა დაფუძნებულია ლინუქსის დისტრიბუტივებისგან დამოუკიდებელ საკითხებზე, რომლებიც ითვალისწინებენ ამ ოპერაციული სისტემისთვის შემუშავებულ სტანდარტებს.

LPIC სერტიფიცირების პროგრამა შედგება 3 დონისგან:



LPIC-1 წარმოადგენს სერტიფიცირების პირველ დონეს, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს ლინუქსის დამწყები სპეციალისტის სტატუსს. აღნნიშნული სერტიფიკატის მოსაპოვებლად საჭიროა ორი გამოცდის ჩაბარება: LPIC 101 და LPIC 102.


LPIC-2 სერტიფიკატი წარმოადგენს მეორე დონის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ლინუქსის სპეციალისტების გაღრმავებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ამ სერტიფიკატის მიღებისთვის აუცილებელი წინაპირობაა LPIC-1 სერტიფიკატის ფლობა, თუმცა LPIC-1 და LPIC-2 სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია ნებისმიერი თანმიმდევრობით. LPIC-2 სერტიფიკატის მოპოვება შესაძლებელია ორი გამოცდის ჩაბარებით: LPIC 201 და LPIC 202.


LPIC სერტიფიცირების უმაღლეს სერტიფიკატს წარმოადგენს LPIC-3, რომელიც ენიჭება ლინუქსის ექსპერტის დონის სპეციალისტებს. აღნიშნული სერტიფიცირების პროგრამის შემუშავებაში წვლილი შეიტანა, როგორც მსოფლიოს ასამდე გამოცდილმა სპეციალისტმა, ასევე რამოდენიმე წამყვანმა კომპანიას ტექნოლოგიების სფეროში.