საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
|
|
|
|
Oracle–ის აკადემია
Oracle-ს პირველი სასწავლო ცენტრი გაიხსნა ბანგლადეშში 1989 წელს და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ორაკლის აკადემია საშუალებას მოგცემთ ადვილად გაერკვეთ ისეთ რთულ, საპასუხისმგებლო და მაღალანაზღაურებად საქმეში, როგორიც ორაკლის ადმინისტრირებაა.

კურსის დამთავრების შემდგომ შეძლებთ ჩააბაროთ OCA(Oracle Certified Associate)-ის გამოცდა და გახდეთ ორაკლის სერთიფიცირებული წევრი.

"გრენა"-სთან არსებული Pearson VUE-ს ავტორიზირებული საგამოცდო ცენტრი საშუალებას გაძლევთ ჩააბაროთ აღნიშნული გამოცდა და გახდეთ მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის სერტიფიკატის მფლობელი.


MS SQL-ის აკადემია
კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server 2014–ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server 2014 მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს სტუდენტებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა SQL Server 2014–ის აღნიშნული ახალი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის. კურსი განკუთვნილია მსმენელთათვის რომლებიც გეგმავენ Microsoft Certified Technology Specialist (MCSA Exam 461, 462) გამოცდების ჩაბარებას. ასევე მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს მომაცემთა ბაზების შექმნა, მათი ოპტიმიზაცია და მონაცემებთან მუშაობა Microsoft SQL Server 2014-ის გამოყენებით.