|
PL/SQL Fundamentals
|
|
|
PL/SQL Fundamentals
PL/SQL Fundamentals კურსი მოიცავს ფუნდამენტალურ მასალას ორაკლის ენის  SQL და PL/SQL-ის შესახებ. კურსის გასავლელად არ გჭირდებათ რაიმე სახის წინასწარი მომზადება, რადგან იგი გათვლილია დამწყებთათვის.

ამ კურსის გავლის შედეგად მიღებული ცოდნით კი შეძლებთ Oracle 11g Fundamentals-ის გამოცდის ჩაბარებას. რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.

ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ (ოთხშაბათს და პარასკევს) ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი.

ჩატარდება საშუალედო და საბოლოო გამოცდები, რათა შემოწმდეს რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა ახსნილი მასალა.

ლექციები ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე, სტუდენტების სურვილის შესაბამისად. სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

კურსის დასასრულს სტუდენტები მიიღებენ კურსის დასრულების დამადასტურებელ სერთიფიკატს.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები
კურსის ღირებულება შეადგენს - 700 ლარს.

სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 12 სამუშაო დღის განმავლობაში

თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება Oracle–ს აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.
კურსში განხილული საკითხები
1.    ბაზიდან ინფორმაციის ამოღება SELECT-ის საშუალებით.
2.    ინფორმაციის გაფილტვრა და დალაგება
3.    Single-row ფუნქციების გამოყენება და მიღებულის შედეგის მართვა
4.    კონვერტაციის ფუნქციების გამოყენება
5.    მონაცემების დაჯგუფება (GROUP functions)
6.    მონაცემების ამოღება JOIN-ის საშულებით
7.    Subquery-ს გამოყენება.
8.    Set ოპერატორის გამოყენება
9.    DML(Data Manipulation Language) insert,update,delete,merge
10.    DDL (Data Definition Language) create,drop,alter
11.    სქემა ობიექტების შექმნა
12.    PL/SQL-ის შესავლები
13.    PL/SQL ცვლადების აღწერა
14.    IF, IF THEN ELSE, .. LOOP, WHILE, FOR LOOP, CASE სტრუქტურების აღწერა
15.    რთული ტიპების აღწერა
16.    Explicit კურსორების აღწერა
17.    Exception-ების მართვა
18.    ფუნქციების, პროცედურების აღწერა


კურსი შედგება 2 ნაწილისგან.

პირველ ნაწილში შეისწავლება SQL.
მეორე ნაწილში PL/SQL.

სტუდენტებს თითქმის ყველა ლექციაზე ექნებათ პრაქტიკული სამუშაოები, რათა უფრო გაიღრმავონ ცოდნა.
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
კურსის მასალა არის ინგლისურ ენოვანი, ელექტრონული სახით.
კურსი წარიმართება ქართულ ენაზე. შესაძლებელია ინგლისურ ენაზეც.

კურსი არის დამწყებთათვის და არ მოითხოვს არანაირ წინასწარ მომზადებას.
PL/SQL Fundamentals კურსზე რეგისტრაციის წესები
კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ, მსურველი ხდება Oracle–ს აკადემიის PL/SQL Fundamentals კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ–ფოსტის მისამართზე.

იმისათვის
, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს PL/SQL Fundamentals სასწავლო კურსზე, მან უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში, რომელიც ჩატარდება ჩვენს აკადემიაში. ტესტირების ზუსტ თარიღს და დროს ინსტრუქტორი შეატყობინებს აბიტურიენტებს ელ–ფოსტის და ტელეფონის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე.
PL/SQL Fundamentals კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით "რეგისტრაციის" გვერდზე.