საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
ჩვენს შესახებ
განათლებისა და მეცნიერების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განვითარების მიზნით,  1999 წლის 26 ივლისს დაფუძნდა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია  - „გრენა”. ასოციაცია „გრენა“-ს დამფუძნებლები არიან ხუთი წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”. 

ასოციაცია „გრენა”-ს საქმიანობა ხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით:

  1. მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
  2. სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
  3. საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მომზადება და განხორციელება; ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ახალი სერვისების დანერგვა და პროექტების განხორციელება მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის, NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის, ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს”, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.

ასოციაცია „გრენა“-ს სწავლების პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • Cisco-ს ქსელური აკადემია.
  • Linux Professional Institute-ის (LPI) სწავლების ცენტრი.
  • Juniper-ის ქსელური აკადემია.
  • დისტანციური სწავლების ცენტრი.
  • Pearson VUE-ს ავტორიზირებული სერტიფიცირების ცენტრი.

ასოციაცია „გრენა“-ს გააჩნია საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების სფეროში მუშაობის ათწლიანი წარმატებული გამოცდილება და აქვს როგორც Cisco აკადემიების დახმარების ცენტრის, ასევე ინსტრუქტორების ტრეინინგ-ცენტრის სტატუსი.  

დაწვრილებითი ინფორმაცია „გრენა”-ს შესახებ იხილეთ http://www.grena.ge/