|
|
|
MS SQL 2014 გამოყენება და მხარდაჭერა
|
MS SQL 2014 გამოყენება და მხარდაჭერა
კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server 2014–ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server 2014 მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს სტუდენტებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა SQL Server 2014–ის აღნიშნული ახალი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის. კურსი განკუთვნილია მსმენელთათვის რომლებიც გეგმავენ Microsoft Certified Technology Specialist (MCSA Exam 461, 462) გამოცდების ჩაბარებას. ასევე მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს მომაცემთა ბაზების შექმნა, მათი ოპტიმიზაცია და მონაცემებთან მუშაობა Microsoft SQL Server 2014-ის გამოყენებით.
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე.

ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ ლექციის ხანგრძლივობა 2-2:30 საათი. 

ჩატარდება საშუალედო და საბოლოო გამოცდები, რათა შემოწმდეს რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა ახსნილი მასალა.

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

კურსის დასასრულს სტუდენტები მიიღებენ კურსის დასრულების დამადასტურებელ გრენას აკადემიის სერთიფიკატს.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები
კურსის ღირებულება შეადგენს - 700 ლარს.

სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება MS SQL–ს აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.
კურსში განხილული საკითხები
ლექცია 1: SQL Server 2014-ის ინსტალაცია და კონფიგურირება
 რამდენიმე ეგზემპლარის ინსტალაცია სერვერთან დაკავშირება;
 სერვერის სამართავი უტილიტა და აუტენტიკაცია სერვერზე;
 ცხრილების გახსნა დათვალიერების რეჟიმში;

ლექცია 2: მონაცემთა ბაზის კონფიგურირება და ექსპლოატაცია
 მონაცემთა ბაზების შექმნის საჭიროება და განვითარების ისტორია; 
 მონაცემთა ბაზის, როგორც მონაცემთა მმართველი სისტემის კომპონენტები;
 მონაცემთა ბაზის მმართველი სისტემის ფუნქციები; 
 მონაცემთა ბაზების არქიტექტურა და მონაცემთა დამოუკიდებლობა; 

ლექცია 3: SQL Server -ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
 სერვერული და ბაზის როლები/უფლებები;
 მომხმარებლის უფლებები ცხრილებზე, View–ებზე, ფუნქციებსა და პროცედურებზე; 

ლექცია 4: მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა
 მონაცემთა ბაზის წაშლა / აღდგენა;
 სარეზერვო ასლების სტრატეგიის შემუშავება ბაზის ბიზნეს კრიტიკულობიდან გამომდინარე;
 ხელოვნური პრობლემების შექმნა და ბაზების აღდგენა მუშა კონდიციამდე;
 არსებული სამუშაოების ავტომატიზაცია SQL Server Agent–ს მეშვეობით (შესაძლებელია *.bat ფაილების გამოყენებითაც);

ლექცია 5: SQL Server-ის ავტომატიზაცია
 SQL Job –ის გამოყენება, სკრიპტების ავტომატიზაციისათვის;
 Database Mail - ს აწყობა და გამართვა ინფორმაციის და ლოგების გამოსაგზავნად;
 ბიზნეს პროცესიდან გამომდინარე ხშირი მასიური პრობლემების რეპორტინგი;

ლექცია 6: Microsoft SQL Server მონიტორინგი და წარმადობის ოპტიმიზაცია
 SQL Profiler და SQL Tuning Advisor გამოყენება პრაქტიკაში;
 პრობლემური და მძიმე ბრძანებების აღმოჩენა და ანალიზი;
 პრობლემური ინდექსების აღმოჩენა და ოპტიმიზაცია;
 Counter -ების გამოყენება სერვერული რესურსების სამართავად;

ლექცია 7: DDL (Data Definition Language), მონაცემების დაჯგუფება
 მონაცემთა ტიპები,ველების ცნება;
 ცხრილების შექმნა და ველებისათვის მონაცემთა შესაბამისი ტიპის შერჩევა;
 მონაცემთა აღწერის ენა (DDL);
 რელიაციური მონაცემთა ბაზის აგების პრინციპები;
 ველების ლოგიკური და ფიზიკური კავშირები;
 ცხრილის სტრუქტურის რედაქტირება;
 ინფორმაციის შეტანა ცხრილში. ინფორმაციის მთლიანობის დაცვა ველებს შორის ფიზიკური კავშირის გამოყენებით;

ლექცია 8: ლოგიკური ოპერაციები, ჩადგმული სიმრავლეები
 SQL ენა, ინფორმაციის ამორჩევა მონაცემთა ბაზიდან SELECT –ინსტრუქციის გამოყენებით. ინფორმაციის ამორჩევის პრინციპები;
 ინფორმაციის ამორჩევა რამდენიმე ცხრილიდან ველებს შორის ლოგიკური კავშირების გათვალისწინებით;
 ხედების შექმნა SQL-ის გამოყენებით;
 ლოგიკური ოპერაციები;
 ჩადგმული და სიმრავლური SELECT-ინსტრუქციები. მონაცემთა მიბმა (Data Binding);

ლექცია 9: ცხრილები, მონაცემთა ტიპები და მონაცემთა მთლიანობა
 ფუნქციები. ტექსტურ, რიცხვობრივ და თარიღის მონაცემთა ტიპებთან სამუშაო ფუნქციები. აგრეგატული და ანალიზური ფუნქციები. მონაცემების ტიპების კონვერტაცია და ფორმატირება;
 ჩანაწერების დაჯგუფება და გაერთიანება. დაჯგუფება ველების მიხედვით, სიმრავლური გაერთიანება და თანაკვეთა. მატერიალიზებული ხედები. კომპლექსური შემთხვევები;

ლექცია 10: DML (Data Manipulation Language)
 მონაცემთა ცვლილება. UPDATE, INSERT და DELETE ბრძანებები;
 ინფორმაციაზე მანიპულაციების ენა (DML);
 ტრანზაქციები და ტრანზაქციების სისტემის კონტროლი;
 UPDATE, INSERT და DELETE ბრძანებების გამოყენების არატრივიალური შემთხვევები;

ლექცია 11: ცვლადების, ციკლების სტრუქტურების აღწერა (LOOP, WHILE, CASE, IF THEN, FOR)
 მონაცემთა ბაზების დაპროგრამების ენა TSQL;
 ცვლადების დეკლარაცია, ბრძანებები, ციკლები და პირობითი ოპერატორები;
 შეცდომების მხარდაჭერა და დამუშავება;

ლექცია 12: ფუნქციების, პროცედურების და ტრიგერების აღწერა
 ტრიგერები და მიმდევრობები, პროცედურები და ფუნქციები;
 მათი გამოყენება SELECT ბრძანებებში;
 შექმნა, შეცვლა და წაშლა;
 კომპილაცია, დაშიფრვა და პაკეტები;
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
კურსის მასალა არის ინგლისურ ენოვანი, ელექტრონული სახით.
კურსი წარიმართება ქართულ ენაზე.

კურსი არის დამწყებთათვის და არ მოითხოვს არანაირ წინასწარ მომზადებას.
MS SQL 2014 გამოყენება და მხარდაჭერა კურსზე რეგისტრაციის წესები
კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ, მსურველი ხდება MS SQL–ს აკადემიის MS SQL 2014 გამოყენება და მხარდაჭერა  კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ–ფოსტის მისამართზე. 

იმისათვის, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს MS SQL 2014 გამოყენება და მხარდაჭერა სასწავლო კურსზე, მანუნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში, რომელიც ჩატარდება ჩვენს აკადემიაში. ტესტირების ზუსტ თარიღს და დროს ინსტრუქტორი შეატყობინებს აბიტურიენტებს ელ–ფოსტის და ტელეფონის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე.
MS SQL 2014 გამოყენება და მხარდაჭერა კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით "რეგისტრაციის" გვერდზე.
ჩარიცხულ სტუდენტთა სია