|
|
JIR
|
|
JIR
JIR - Junos Intermediate Routing

Juniper–ის ქსელური აკადემია გთავაზობთ JIR (Junos Intermediate Routing) კურსს, რომელიც წარმოადგენს IJOS და JRE კურსების შემდგომ ეტაპს. აღნიშნული კურსი განკუთვნილია ყველა იმ ქსელის ინჟინერის, ან ადმინისტრატორისთვის, რომელსაც გააჩნია Juniper–ის მოწყობილობებთან მუშაობის ბაზური გამოცდილება და სურვილი აქვს მიიღოს გაღრმავებული ცოდნა Junos ოპერაციული სისტემის უფრო მაღალი დონის კონფიგურაციის საკითხებში, ამავდროულად შეიძინოს უფრო მაღალი კვალიფიკაციის პრაქტიკული უნარ–ჩვევები.

მოცემული კურსი წარმოადგენს Juniper–ის სერტიფიცირების მეორე დონის, JNCIS-ENT გამოცდისთვის მომზადების პირველ ეტაპს.
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.

ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 2–2,5 საათი.

ლექციების დაწყების დრო – 14:00 საათი


ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმაში.

კურსის ბოლოს სტუდენტები აბარებენ შემაჯამებელ ტესტს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი  მიიღებენ Juniper–ის ქსელური აკადემიის JIR კურსის დასრულების შესახებ დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები
JIR კურსის ღირებულება – 700 ლარი

სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება Juniper–ის ქსელურ აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.
კურსში განხილული საკითხები
JIR კურსი სტუდენტებს შეასწავლის მარშრუტიზაციის უფრო მაღალი დონის კონფიგურაციის საკითხებს, რომლებიც დაფუძნებულია JRE კურსში განხილულ საკითხებზე. მათ შორის, პროტოკოლებისგან დამოუკიდებელი მარშრუტიზაციის საკითხები, დატვირთვის განაწილება, ქსელურ პოლიტიკაზე აგებული მარშრუტიზაცია, OSPF პროტოკოლის გაღრმავებული შესწავლა, BGP პროტოკოლის კონფიგურაცია, IP ტუნელები და უწყვეტი ხელმისაწვდომობის (High Availability) საკითხები.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეეძლება Junos სისტემაში:

  • სტატიკური, აგრეგირებული და გენერირებული მარშრუტების კონფიგურაცია
  • მარშრუტების ცხრილების კონფიგურაცია და მართვა
  • მე–3 დონის დატვირთვის განაწილება
  • OSPF, BGP, RIP, IS-IS პროტოკოლების კონფიგურაცია და მონიტორინგი
  • ტუნელირება GRE და IP-IP ტუნელების გამოყენებით
  • უწყვეტი ხელმისაწვდომობის გარკვეული ტექნოლოგიების კონფიგურაცია
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
სასწავლო კურსში გამოყენებულია Juniper–ის ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა, რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მისი განახლება ხდება პერიოდულად, რათა მასში ასახული იყოს Junos ოპერაციულ სისტემაში შეტანილი ცვლილებები და ის საკითხები, რომლებიც შედის JNCIS-ENT სასერტიფიკატო გამოცდაში.

სასწავლო კურსის ლექციების 50% შედგება პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოებისგან, რომელთა მსვლელობისას სტუდენტებს ეძლევათ Juniper–ის მოწყობილობებთან მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობა, რაც დაეხმარება მათ თეორიული საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში.
JIR კურსზე რეგისტრაციის წესები
JIR კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ, მსურველი ხდება Juniper–ის აკადემიის JIR კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ–ფოსტის მისამართზე.

იმისათვის, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს JIR სასწავლო კურსზე, მან უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდა, რომელიც შეამოწმებს აბირუტიენტის ბაზურ ცოდნას და გამოცდილებას Juniper–ის მოწყობილობების კონფიგურაციაში. გამოცდა წარმოდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე. აღნიშნული ტესტირება ტარდება ჩვენს აკადემიაში, აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. ტესტირების ზუსტ თარიღს და დროს აბიტურიენტებს პირადად შეატყობინებენ ელექტრონული წერილის და ტელეფონის მეშვეობით.

აღნიშნული გამოცდა უფასოა და მისი გავლა სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაირიცხოს სასწავლო კურსზე. აუცილებელია რომ აბიტურიენტმა იცოდეს ინგლისური ენა საკმაოდ მაღალ დონეზე, რადგან სასწავლო მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე.
რეგისტრაცია დახურულია