|
|
|
|
სერტიფიცირება
სერტიფიცირება
კომპანია Juniper გთავაზობთ კომპიუტერული ქსელების სპეციალისტების სერტიფიცირების 4 დონეს: JNCIA, JNCIS, JNCIP და JNCIE. აღნიშნული სერტიფიცირების პროგრამა ახდენს Juniper–ის ტექნოლოგიებთან მომუშავე სპეციელისტების ცოდნის დონისა და გამოცდილების დადასტურებას შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატების მეშვეობით. Juniper–ის სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: Enterprise Routing & Switching, Junos Security და Service Provider Routing & Switching.

თითოეული დონისთვის და მიმართულებისთვის შემუშავებულია შესაბამისი სასერტიფიკატო გამოცდა, რომლის ჩაბარების შენდეგ კანდიდატი იღებს შესაბამის სერტიფიკატს.

Levels
Enterprise Routing & Switching
Junos Security
Service Provider Routing & Switching
 JNCIA 
 JNCIA - Junos
              JNCIA - Junos               JNCIA - Junos
JNCIS
 JNCIS-ENT  JNCIS-SEC  JNCIS-SP
JNCIP
 JNCIP-ENT  JNCIP-SEC  JNCIP-SP
JNCIE  JNCIE-ENT  JNCIE-SEC  JNCIE-SP

კომპანია Juniper–ის სერტიფიკატები


Juniper Networks Certified Internet Associate (JNCIA)

ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მის მფლობელს გააჩნია ბაზური ცოდნა და გარკვეული გამოცდილება, როგორც ინტერნეტ ტექნოლოგიებში, ასევე მათ კონფიგურაციაში Juniper-ის მოწყობილობებზე. ამ სეტრიფიკატის მიღება აუცილებელია შემდეგი დონის გამოცდების ჩასაბარებლად.


Juniper Networks Certified Internet Specialist (JNCIS)

მოცემული სერტიფიკატი წარმოადგენს Juniper–ის სერტიფიცირების შემდგომ ეტაპს, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის უფრო ღრმა ცოდნასა და გამოცდილებას Juniper–ის მოწყობილობებთან მუშაობის კუთხით. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას პროფესიონალის დონის სერტიფიკატების მიღებისთვის.


Juniper Networks Certified Internet Professional (JNCIP)

აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს პროფესიონალის დონის სერტიფიკატს, რომლის მფლობელს გააჩნია საკმაოდ დიდი ცოდნა და პრაქტიკული უნარ–ჩვევები Juniper–ის ტექნოლოგიების კონფიგურაციაში სხვადასხვა დონის და მასშტაბის ქსელებში. ეს სერტიფიკატი არის აუცილებელი წინაპირობა შესაბამისი მიმართულების ექსპერტის სტატუსის მოპოვებისთვის.


Juniper Networks Certified Internet Expert (JNCIE)

JNCIE სერტიფიკატი არის Juniper–ის სერტიფიცირების პროგრამის უმაღლესი დონის სერტიფიკატი, რომელიც ეძლევა ექსპერტის დონის პროფესიონალებს და წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პოპულარულ და აღიარებულ სერტიფიკატს. მისი მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებით.