საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
|
|
LPI-ს აკადემია
Linux Professional Institute (LPI) დაარსდა 1999 წლის 25 ოქტომბერს კანადაში. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 25 ფილიალი და 200-ზე მეტი აკადემიური პარტნიორი ჰყავს. LPI-ს სერთიფიკაცია Linux-ის სისტემური ადმინისტრატორებისთვის სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება იმის გამო, რომ არ არის დამოკიდებული Linux-ის რომელიმე კონკრეტულ დისტრიბუტივზე. LPI-ს სერთიფიკატები აღიარებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ როგორიცაა: IBM, HP, CompTIA, SUSE, ITCC.

2012 წლის სექტემბრიდან საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია -„გრენა“ გახდა LPI-ს პირველი აკადემიური პარტნიორი საქართველოში.

ამ ეტაპზე ჩვენთან შესაძლებელია LPIC-1-ის და LPIC-2–ის სასერთიფიკაციო კურსების გავლა. ამასთანავე „გრენა“-სთან არსებულ Pearson VUE ავტორიზირებულ საგამოცდო ცენტრში შესაძლებელია LPI-ის გამოცდების ჩაბარება.
ჩარიცხულ სტუდენტთა სია