საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო
კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
|
|
|
|
Juniper-ის ქსელური აკადემია
თანამედროვე მსოფლიოსთვის, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, კომპიუტერული ქსელები სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. თუმცა მოთხოვნები აღნიშნული ქსელების მიმართ იცვლება და საჭიროებს ახალ, ინოვაციურ მიდგომებს. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და მობილურობა წარმოადგენს დღევანდელი ინტერნეტ მომხმარებლის ერთ–ერთ უმთავრეს საჭიროებას. შესაბამისად ქსელში გადაცემული ინფორმაციის მოცულობაც, ახალ სერვისებზე მოთხოვნაც და მომხმარებლების რაოდენობაც  მსოფლიოში სულ უფრო მატულობს. ეს პროცესი კი თავის მხრივ მოითხოვს ახალი, ინოვაციური მიდგომების შემუშავებას და ახალი შესაძლებლობების მქონე ინფრასტრუქტურის შექმნას.

სწორედ კომპანია Juniper Network წარმოადგენს ერთ–ერთ ასეთ ინოვატორ ორგანიზაციას, რომელიც მთელს თავის ძალისხმევას ხარჯავს ახალი ტექნოლოგიების და გადაწყვეტილებების შემუშავებაზე. იგი გვთავაზობს ისეთ ტექნოლოგიებს და მოწყობილობებს, რომლებშიც გაერთიანებულია მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად მიღებული ფუნდამენტური გადაწყვეტილებები და ასევე ინოვაციური მიდგომები ახალი თაობის, უფრო მაღალი წარმადობის კომპიუტერული ქსელის მისაღებად.

აღნიშნული ტექნოლოგიები ვერ იქნება წარმატებით დანერგილი თავისთავად, შესაბამისი პროფესიონალების გარეშე. ამიტომ Juniper Network-მა ჩამოაყალიბა აკადემიური ალიანსი, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები (აკადემიები). ეს აკადემიები უზრუნველყოფენ Juniper ტექნოლოგიების შესწავლას ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს ახალი თაობის ქსელური ინფრასტრუქტურის მშენებლობის აქტიური თანამონაწილე.