Cisco-ს ქსელური აკადემია
Cisco–ს ქსელური აკადემია ეხმარება სტუდენტებს კომპიუტერული ქსელების სფეროში ცოდნის დონის გაღრმავებასა და ახალი უნარ–ჩვევების მიღებაში. სტუდენტებს ეძლევათ ახალი პროფესიის და მსოფლიოში აღიარებული სერტიფიკატების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობა. აკადემიის სტუდენტები იძენენ ქსელების სფეროში ფუნდამენტურ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.
LPI-ს აკადემია
LPI აკადემია ამზადებს ახალი თაობის პროფესიონალებს, რომელთაც უნდა გააჩნდეთ მომავლის ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ–ჩვევები: მრავალფეროვანი კომპიუტერული სისტემების და ღია კოდის პროგრამების საფუძვლების ცოდნა, სხვადასხვა ტიპის სერვისების უზრუნველყოფა, კომპიუტერული სისტემების მართვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მონაცემთა ბაზების კურსები
მონაცემთა ბაზების აკადემია საშუალებას მოგცემთ მიიღოთ საჭირო ცოდნა და გამოცილება ბაზების სრულყოფილი ადმინისტრირებისთვის.

ამჟამად გრენაში ისწავლება Oracle-ის და Microsoft-ის მონაცემთა ბაზები.
Hadoop (Big Data) სისტემური ადმინისტრირება
Hadoop (Big Data) სისტემური ადმინისტრირების კურსი - ორიენტირებულია "BIG DATA" ტექნოლოგიის, კერძოდ "Hadoop" ბიბლიოთეკის და მისი მონათესავე სისტემების გაცნობა, შესწავლა, დანერგვაზე.
დისტანციური სწავლების ცენტრი
ასოციაცია "გრენა"–ს ბაზაზე შექმნილია დისტანციური სწავლების ცენტრი, რომლის მეშვეობით თქვენ გეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად აიმაღლოთ ცოდნა და კვალიფიკაცია ამათუიმ სფეროში.
პედაგოგებს კი შეუძლიათ საკუთარი სასწავლო პროგრამების წარდგენა უფრო ფართო საზოგადოებისთვის.
Pearson Vue საგამოცდო ცენტრი
Pearson VUE არის ლიდერი ორგანიზაცია ონლაინ ტესტირების სფეროში. იგი უზრუნველყოფს კომპიუტერის მეშვეობით ტესტირებების ჩატარებას საინფორმაციო ტექნოლოგიების თითქმის ყველა კომპანისთვის. აღნიშნული ტესტირებები ტარდება საგამოცდო პროცედურების უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით მსოფლიოს 175 ქვეყანაში.