ჩვენს შესახებ

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) განვითარების მიზნით, 1999 წლის 26 ივლისს დაფუძნდა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია  „გრენა”. ასოციაცია „გრენა“-ს დამფუძნებლები არიან ხუთი უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ღია საზოგადოების ფონდი.


ასოციაცია „გრენა”-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

  1. მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
  2. სწავლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
  3. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
  4. მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
  5. ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების  განვითარების ხელშეწყობა.


ინფორმაციული ტექნოლოგიების  სფეროში ახალი სერვისების დანერგვა და პროექტების განხორციელება მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის, NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ღია საზოგადოების ფონდის, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.


ასოციაცია „გრენა“-ს სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • Cisco-ს ქსელური აკადემია
  • Linux Professional Institute-ის (LPI) სწავლების ცენტრი
  • Juniper-ის ქსელური აკადემია
  • მონაცემთა ბაზების კურსები
  • დისტანციური სწავლების ცენტრი
  • Pearson VUE-ს ავტორიზირებული სერტიფიცირების ცენტრი


დაწვრილებითი ინფორმაცია „გრენა”-ს შესახებ იხილეთ https://www.grena.ge


ჩარიცხულ სტუდენტთა სია
Cisco-ს ქსელური აკადემია
LPI-ს აკადემია
Juniper-ის ქსელური აკადემია
მონაცემთა ბაზების კურსები
Hadoop (Big Data) სისტემური ადმინისტრირება
დისტანციური სწავლების ცენტრი
Pearson Vue საგამოცდო ცენტრი