LPIC-1 გათვლილია Linux-ის დამწყები ადმინისტრატორებისათვის. ამ კურსის
გასავლელად არ მოგეთხოვებათ Linux-ის წინასწარი ცოდნა. სტუდენტი შეიძენს
Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის საბაზისო ცოდნას და უნარჩვევებს.
მიღებული ცოდნით შეძლებთ LPIC-1-ის ორივე (LPIC 101 და LPIC 102) გამოცდის ჩაბარებას და შესაბამისი სერტიფიკატის მიღებას.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 3,5 თვე.
ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს). ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ლექციების დაწყების დრო – 17:00 საათი.
ლექციები
ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე
ელექტრონულ ფორმაში.
კურსის ბოლოს სტუდენტები იღებენ LPI-ს აკადემიის LPIC-1 კურსის დასრულების
შესახებ დამადასტურებელ სერტიფიკატს.
LPIC-1 Exam 101:
System Architecture
Determine and configure hardware settings
Boot the system
Change runlevels / boot targets and shutdown or reboot system
Linux Installation and Package Management
Design hard disk layout
Install a boot manager
Manage shared libraries
Use Debian package management
Use RPM and YUM package management
Linux as a virtualization guest
GNU and Unix Commands
Work on the command line
Process text streams using filters
Perform basic file management
Use streams, pipes and redirects
Create, monitor and kill processes
Modify process execution priorities
Search text files using regular expressions
Basic file editing
Devices, Linux Filesystems, Filesystem Hierarchy Standard
Create partitions and filesystems
Maintain the integrity of filesystems
Control mounting and unmounting of filesystems
Manage file permissions and ownership
Create and change hard and symbolic links
Find system files and place files in the correct location
LPIC-1 Exam 102:
Shells and Shell Scripting
Customize and use the shell environment
Customize or write simple scripts
User Interfaces and Desktops
Install and configure X11
Graphical Desktops
Accessibility
Administrative Tasks
Manage user and group accounts and related system files
Automate system administration tasks by scheduling jobs
Localisation and internationalisation
Essential System Services
Maintain system time
System logging
Mail Transfer Agent (MTA) basics
Manage printers and printing
Networking Fundamentals
Fundamentals of internet protocols
Persistent network configuration
Basic network troubleshooting
Configure client side DNS
Security
Perform security administration tasks
Setup host security
Securing data with encryption
LPIC-1 კურსის ინსტრუქტორი და მის მიერ გამოყენებული მასალა არის LPI-ს მიერ სერტიფიცირებული. თეორიული მასალა და ყველა ტესტი/გამოცდა წარმოდგენილია ელექტრონულ ფორმატში
მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამიტომ ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა
სწავლის დაწყებისთვის.
სწავლის პროცესის ძირითად ნაწილს შეადგენს დემონსტრაცია და პრაქტიკული
სამუშაოები. სტუდენტები სწავლობენ რეალური დავალებების პრაქტიკული
განხორციელებით და იღებენ გამოცდილებას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია
სისტემური ადმინისტრირების დასაუფლებლად.
LPIC-1 კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ, მსურველი
ხდება LPI–ს აკადემიის LPIC-1 კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას
ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო
ფორმაში მითითებულ ელ–ფოსტის მისამართზე.
იმისათვის, რომ
აბიტურიენტი ჩაირიცხოს LPIC-1 სასწავლო კურსზე, მან უნდა ჩააბაროს IQ და ინგლისურ
ენაში ტესტირება. აღნიშნული ტესტირება ტარდება ჩვენს აკადემიაში,
აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. ტესტირების ზუსტ თარიღს და
დროს აბიტურიენტებს პირადად შეატყობინებენ ელექტრონული წერილის და
ტელეფონის მეშვეობით.
ინგლისური ტესტი უფასოა და მისი გავლა სავალდებულოა ყველა
აბიტურიენტისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაირიცხოს სასწავლო კურსზე, რადგან
ამ ტესტით ხდება ინგლისური ენის მათი ცოდნის დონის შემოწმება. იმის გამო,
რომ სასწავლო მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ინგლისურის ცოდნა
აუცილებელია საკმაოდ მაღალ დონეზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე.