LPIC-2
LPIC-2 გათვლილია მათთვის, ვისაც აქვს Linux–თან მუშაობის გამოცდილება და სურს კვალიფიკაციის ამაღლება. მიღებული ცოდნით შეძლებთ LPIC-2–ის ორივე (LPIC 201 და LPIC 202) გამოცდის ჩაბარებას.
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 5-6 თვე.

ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს). ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.

ლექციების დაწყების დრო – 19:00 საათი.

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმაში.

კურსის ბოლოს სტუდენტები იღებენ LPI-ს აკადემიის LPIC-2 კურსის დასრულების შესახებ დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები
LPIC-2 კურსის ღირებულება –  1800 ლარი

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ 20%–იანი ფასდაკლებით, თუ ისინი სწავლის დაწყებისთანავე წარმოადგენენ შესაბამის დამადასტურებელ საბუთს სასწავლო დაწესებულებიდან.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია  ორ ეტაპად. კურსის თითოეული ნაწილის დასაწყისში უნდა მოხდეს სწავლის საფასურის 50%–ის გადახდა სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 12 საბანკო დღის განმავლობაში.

თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება LPI–ს აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.
კურსში განხილული საკითხები
LPIC 201

Topic 200: Capacity Planning

  • 200.1 Measure and Troubleshoot Resource Usage
  • 200.2 Predict Future Resource Needs

Topic 201: Linux Kernel

  • 201.1 Kernel Components
  • 201.2 Compiling a kernel
  • 201.3 Kernel runtime management and troubleshooting

Topic 202: System Startup

  • 202.1 Customizing SysV-init system startup
  • 202.2 System Recovery
  • 202.3 Alternate Bootloaders

Topic 203: Filesystem and Devices

  • 203.1 Operating the Linux filesystem
  • 203.2 Maintaining a Linux filesystem​
  • 203.3 Creating and configuring filesystem options

Topic 204: Advanced Storage Device Administration

  • 204.1 Configuring RAID
  • 204.2 Adjusting Storage Device Access
  • 204.3 Logical Volume Manager

Topic 205: Network Configuration

  • 205.1 Basic networking configuration
  • 205.2 Advanced Network Configuration and Troubleshooting
  • 205.3 Troubleshooting Network Issues

Topic 206: System Maintenance

  • 206.1 Make and install programs from source
  • 206.2 Backup operations
  • 206.3 Notify users on system-related issues



LPIC 202

Topic 207: Domain Name Server

  • 207.1 Basic DNS server configuration
  • 207.2 Create and maintain DNS zones
  • 207.3 Securing a DNS server

Topic 208: Web Services

  • 208.1 Implementing a web server
  • 208.2 Apache configuration for HTTPS
  • 208.3 Implementing a proxy server
  • 208.4 Implementing Nginx as a web server and a reverse proxy

Topic 209: File Sharing

  • 209.1 SAMBA Server Configuration
  • 209.2 NFS Server Configuration

Topic 210: Network Client Management

  • 210.1 DHCP configuration
  • 210.2 PAM authentication
  • 210.3 LDAP client usage
  • 210.4 Configuring an OpenLDAP server

Topic 211: E-Mail Services

  • 211.1 Using e-mail servers
  • 211.2 Managing E-Mail Delivery
  • 211.3 Managing Remote E-Mail Delivery

Topic 212: System Security

  • 212.1 Configuring a router
  • 212.2 Securing FTP servers
  • 212.3 Secure shell (SSH)
  • 212.4 Security tasks
  • 212.5 OpenVPN
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
LPIC-2 კურსის ინსტრუქტორი და მის მიერ გამოყენებული მასალა არის LPI-ს მიერ სერტიფიცირებული. თეორიული მასალა და ყველა ტესტი/გამოცდა წარმოდგენილია ელექტრონულ ფორმატში მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამიტომ ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა სწავლის დაწყებისთვის.

სწავლის პროცესის ძირითად ნაწილს შეადგენს დემონსტრაცია და პრაქტიკული სამუშაოები. სტუდენტები სწავლობენ რეალური დავალებების პრაქტიკული განხორციელებით და იღებენ გამოცდილებას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია სისტემური ადმინისტრირების დასაუფლებლად.
LPIC-2 კურსზე რეგისტრაციის წესები
რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენ ავტომატურად ხდებით LPI–ს აკადემიის აბიტურიენტი. LPIC-2 კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც უკვე გააჩნია ლინუქსთან მუშაობის გამოცდილება და მისი ცოდნა შეესაბამება ან აღემატება LPIC-1-ის დონეს.

ელ-ფოსტით მიიღებთ შეტყობინებას ტესტირების თარიღის შესახდბ. ტესტი შედგება ორი ნაწილისგან: თეორილი კითხვარი ინგლისურ ენაზე და პრაქტიკული დავალება.
აღნიშნული ტესტი უფასოა და მისი გავლა აუცილებელია ყველა აბიტურიენტისთვის. ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეძლებთ LPIC-2 კურსის გავლას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე.
Cisco-ს ქსელური აკადემია
LPI-ს აკადემია
მონაცემთა ბაზების კურსები
Hadoop (Big Data) სისტემური ადმინისტრირება
დისტანციური სწავლების ცენტრი
Pearson Vue საგამოცდო ცენტრი