MS SQL Server-ის ადმინისტრირება

კურსი განიხილავს რელაციური მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების მეთოდებს. თეორიული ცოდნის მიღების გარდა სტუდენტები დაეუფლებიან მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების პრაქტიკულ გამოცდილებასა და ჩვევებს. კურსის ბოლოს სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ ადმინისტრირება გაუწიონ მონაცემთა ბაზებს.


სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები:

  • Microsoft Windows ოპერაციული სისტემის და მისი ძირითადი ფუნქციების ცოდნა.
  • Transact SQL-ზე მუშაობის გამოცდილება.
  • რელაციური მონაცემთა ბაზების ცოდნა.
  • გამოცდილება მონაცემთა ბაზების დიზაინის კუთხით.
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი

სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა თვენახევრიდან 2 თვემდე.

ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ ლექციის ხანგრძლივობა 2-2:30 საათი.

ჩატარდება საშუალედო და საბოლოო გამოცდები, რათა შემოწმდეს რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა ახსნილი მასალა.

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

კურსის დასასრულს სტუდენტები მიიღებენ კურსის დასრულების დამადასტურებელ გრენას აკადემიის სერტიფიკატს.

კურსის ღირებულება და გადახდის პირობები

კურსის ღირებულება შეადგენს - 1000 ლარს.


სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება MS SQL-ის აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.

კურსში განხილული საკითხები

კურსის შინაარსი:

  • SQL Server-ის დაინსტალირება.
  • SQL Server მონაცემთა ბაზების კონფიგურაცია.
  • SQL Server-ის აღდგენის მოდელების აღწერა.
  • მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების აღდგენა.
  • მონაცემთა ბაზების აღდგენა.
  • მონაცემების იმპორტი და ექსპორტი.
  • მომხმარებლების ავტორიზაცია.
  • სერვერული და მონაცემთა ბაზების როლები.
  • უფლებების გაცემა და კონფიგურაცია.
  • მონაცემთა ბაზების დაშიფვრა და აუდიტის გამოყენება.
  • SQL Server Agent-ის და Job-ების მართვა. 
  • SQL Server აგენტის უსაფრთხოების კონფიგურაცია.
  • მონაცემთა ბაზის ფოსტის, შეტყობინებების და გაფრთხილებების კონფიგურაცია.
  • მონაცემთა ბაზების შენარჩუნება.
  • SQL Profiler-ის, SQL Trace-ის კონფიგურაცია და მონაცემთა ბაზის ძრავის Tuning Advisor-ის გამოიყენება.
  • მონაცემების მონიტორინგი დინამიკური მართვის თვალსაზრისით.


განსახილველი თემები:


ლექცია 1: SQL Server მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების შესავალი.

  • მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების  მიმოხილვა.
  • SQL Server-ის პლატფორმის გაცნობა.
  • მონაცემთა ბაზების მართვის ინსტრუმენტები და ტექნიკა.


ლექცია 2: SQL Server-ის ინსტალაცია და კონფიგურაცია.

  • SQL Server-ის ინსტალაციის დაგეგმვა. 
  • SQL Server-ის ინსტალაცია. 
  • პოსტ-ინსტალაციის კონფიგურაცია.


ლექცია 3: მონაცემთა ბაზების მეხსიერებაზე მუშაობა.

  • მონაცემთა საცავის SQL Server-ისთვის წარდგენა.
  • სისტემური მონაცემთა ბაზების საცავის მართვა.
  • მომხმარებლების მონაცემთა ბაზის მონაცემთა საცავის მართვა.
  • მონაცემთა ბაზის ფაილების წაშლა.
  • ბუფერული ქეშის კონფიგურაცია.


ლექცია 4: სარეზერვო (Backup) სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება.

  • აღდგენის მოდელები.
  • სარეზერვო ასლების სტრატეგიის დაგეგმვა.
  • მონაცემთა ბაზებისა და ტრანზაქციების ლოგ ჟურნალების აღდგენა.
  • სარეზერვო ასლების პარამეტრების გამოყენება.
  • სარეზერვო ასლების საიმედოობის უზრუნველყოფა.


ლექცია 5: MS SQL Server მონაცემთა ბაზების აღდგენა (Restore).

  • აღდგენის პროცესის გაცნობა.
  • მონაცემთა ბაზების აღდგენა.
  • მოწინავე (Advanced) აღდგენის სცენარები .
  • Point-in-Time აღდგენა.


ლექცია 6: მონაცემთა იმპორტი და ექსპორტი.

  • მონაცემთა მიმოცვლის მოდულის შესავალი.
  • მონაცემთა იმპორტი და ექსპორტი. 
  • მონაცემთა ბაზების დაკოპირება და გადაადგილება. 


ლექცია 7: SQL Server-ის მუშაობის მონიტორინგი.

  • SQL Server-ის მონიტორინგის შესავალი.
  • დინამიკური მართვის View-ები და ფუნქციები.
  • Performance Monitor.


ლექცია 8: SQL Server-ის აქტივობის გამოკვლევა.

  • SQL Server-ის დატვირთვის მოკვლევა.
  • Trace-ების გამოყენება.


ლექცია 9: უსაფრთხოების მართვა SQL Server-ში.

  • SQL Server უსაფრთხოების შესავალი.
  • სერვერული დონის უსაფრთხოების მართვა.
  • მონაცემთა ბაზის დონის ძირითადი ასპექტები.
  • მონაცემთა ბაზის უფლებები.


ლექცია 10: მონაცემებზე წვდომის აუდიტი და დაშიფვრა.

  • მონაცემებზე წვდომის აუდიტი SQL Server-ში.
  • აუდიტის განხორციელება SQL Server-ში.
  • მონაცემთა ბაზების დაშიფვრა.


ლექცია 11: მონაცემთა ბაზის მუშაობის ოპტიმიზაცია

  • მონაცემთა ბაზის მთლიანობის უზრუნველყოფა.
  • ბაზების ინდექსირება.
  • მონაცემთა ბაზის მოვლის რუტინული სამუშაოების ავტომატიზაცია.


ლექცია 12: SQL Server-ის მენეჯმენტის ავტომატიზირება.

  • SQL Server-ის მართვის ავტომატიზაცია.
  • SQL Server Agent Job-ების განხორციელება.
  • SQL Server Agent Job-ების მართვა.
  • Job Step Security კონტექსტის მართვა.
  • Job-ების მართვა მრავალ სერვერზე.


ლექცია 13: ბაზების მონიტორინგი შეტყობინებებით და გაფრთხილებებით.

  • SQL Server-ის შეცდომების მონიტორინგი. 
  • მონაცემთა ბაზის ფოსტის (Database Mail) კონფიგურაცია.
  • ოპერატორების, შეტყობინებების და Alert-ების კონფიგურაცია.


ფინალური დასკვნითი გამოცდა

კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები

კურსის მასალა არის ინგლისურენოვანი, ელექტრონული სახით.

კურსი წარიმართება ქართულ ენაზე.

კურსზე რეგისტრაციის წესები

კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ, მსურველი ხდება MS SQL-ის აკადემიის კონკრეტული კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე. 

იმისათვის, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს სასწავლო კურსზე, მან უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში, რომელიც ჩატარდება ჩვენს აკადემიაში. ტესტირების ზუსტ თარიღს და დროს ინსტრუქტორი შეატყობინებს აბიტურიენტებს ელ-ფოსტის და ტელეფონის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ-ფოსტის მისამართზე.

Cisco-ს ქსელური აკადემია
LPI-ს აკადემია
მონაცემთა ბაზების კურსები
Hadoop (Big Data) სისტემური ადმინისტრირება
დისტანციური სწავლების ცენტრი
Pearson Vue საგამოცდო ცენტრი