კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server 2017-ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server 2017 მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს სტუდენტებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა აღნიშნული შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის. კურსი განკუთვნილია მსმენელთათვის რომლებიც გეგმავენ Microsoft Certified Technology Specialist (MCSA Exam 461, 462) გამოცდების ჩაბარებას. ასევე მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს მონაცემთა ბაზების ოპტიმიზაცია და მონაცემებთან მუშაობა Microsoft SQL Server 2017-ის გამოყენებით.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.
ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობა 2-2:30 საათი.
ჩატარდება საშუალედო და საბოლოო გამოცდები, რათა შემოწმდეს რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა ახსნილი მასალა.
ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
კურსის დასასრულს სტუდენტები მიიღებენ კურსის დასრულების დამადასტურებელ გრენას აკადემიის სერტიფიკატს.
კურსის ღირებულება შეადგენს - 1000 ლარს.
სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება MS SQL-ის აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.
კურსის შინაარსი:
განსახილველი თემები:
ლექცია 1: შესავალი Microsoft SQL Server-ში.
ლექცია 2: შესავალი T-SQL Querying-ში.
ლექცია 3: SELECT ბრძანებების დაწერა.
ლექცია 4: მრავალი ცხრილიდან მონაცემების მოთხოვნა, მონაცემთა დაჯგუფება და გაერთიანება.
ლექცია 5: მონაცემთა დახარისხება და გაფილტვრა.
ლექცია 6: SQL Server-ის მონაცემთა ტიპებთან მუშაობა.
ლექცია 7: DML-ის გამოყენება მონაცემთა შესაცვლელად.
ლექცია 8: ჩაშენებული ფუნქციების გამოყენება.
ლექცია 9: მონაცემთა დაჯგუფება და აგრეგაცია.
ლექცია 10: Subquer-ების გამოყენება.
ლექცია 11: ცხრილური გამოსახულებები.
ლექცია 12: Set ოპერატორების გამოყენება.
ლექცია 13: Window, რანჟირების, ოფსეტური და აგრეგატული ფუნქციების გამოყენება.
ლექცია 14: მონაცემების პივოტირება და დაჯგუფება.
ლექცია 15: შენახული პროცედურები.
ლექცია 16: პროგრამირება T-SQL-ში.
ლექცია 17: შეცდომებზე მუშაობა.
ლექცია 18: ტრანზაქციების განხორციელება
კურსის მასალა არის ინგლისურენოვანი, ელექტრონული სახით.
კურსი წარიმართება ქართულ ენაზე.
კურსი არის დამწყებთათვის და არ მოითხოვს არანაირ წინასწარ მომზადებას.
კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ, მსურველი ხდება MS SQL-ის აკადემიის კონკრეტული კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.
იმისათვის, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს სასწავლო კურსზე, მან უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში, რომელიც ჩატარდება ჩვენს აკადემიაში. ტესტირების ზუსტ თარიღს და დროს ინსტრუქტორი შეატყობინებს აბიტურიენტებს ელ-ფოსტის და ტელეფონის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ-ფოსტის მისამართზე.