LPIC-1
|
|
LPIC-1
LPIC-1 გათვლილია Linux-ის დამწყები ადმინისტრატორებისათვის. ამ კურსის გასავლელად არ მოგეთხოვებათ Linux-ის წინასწარი ცოდნა. სტუდენტი შეიძენს Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის საბაზისო ცოდნას და უნარჩვევებს.

მიღებული ცოდნით შეძლებთ LPIC-1-ის ორივე (LPIC 101 და LPIC 102) გამოცდის ჩაბარებას და შესაბამისი სერტიფიკატის მიღებას.

კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 3,5 თვე.

ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს). ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.

ლექციების დაწყების დრო – 17:00 საათი.

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმაში.

კურსის ბოლოს სტუდენტები იღებენ LPI-ს აკადემიის LPIC-1 კურსის დასრულების შესახებ დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები
LPIC-1 კურსის ღირებულება –  800 ლარი

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ 20%–იანი ფასდაკლებით, თუ ისინი სწავლის დაწყებისთანავე წარმოადგენენ შესაბამის დამადასტურებელ საბუთს სასწავლო დაწესებულებიდან.

სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 12 საბანკო დღის განმავლობაში.

თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება LPI–ს აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.
კურსში განხილული საკითხები
LPIC-1 კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ლინუქსის ოპერაციული სისტემის ბრძანებათა სტრიქონის ინტერფეისში მუშაობა, ოპერაციული სისტემის მართვის ბაზური საკითხები, სისტემის მომხმარებლების მართვა, სარეზერვო ასლის შენახვა და სისტემის აღდგენა, ლინუქსის სისტემის ქსელში ჩართვა და მისი დაცვა.

LPIC-1 სერტიფიკატის მოსაპოვებლად საჭიროა ორი გამოცდის ჩაბარება: LPIC 101 და LPIC 102. მოცემული კურსი მოიცავს ყველა აუცილებელ საკითხს, რომლებიც შედის მოცემულ გამოცდებში. ისინი გადანაწილებულია შემდეგნაირად:

LPIC 101

  • სისტემის არქიტექტურა
  • ლინუქსის ინსტალაცია და პაკეტების მართვის სისტემები
  • GNU და ლინუქსის ბრძანებები
  • მოწყობილობები, ლინუქსის ფაილური სისტემები, ფაილური სისტემის იერარქიის სტანდარტები


LPIC 102


  • ლინუქსის გარსები, სკრიპტები და მონაცემთა მართვა
  • მომხმარებლის ინტერფეისი და სამუშაო მაგიდა
  • ადმინისტრატორის ამოცანები
  • ბაზური სისტემური სერვისები
  • ქსელის საფუძვლები
  • უსაფრთხოება



კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
LPIC-1 კურსის ინსტრუქტორი და მის მიერ გამოყენებული მასალა არის LPI-ს მიერ სერტიფიცირებული. თეორიული მასალა და ყველა ტესტი/გამოცდა წარმოდგენილია ელექტრონულ ფორმატში მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამიტომ ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა სწავლის დაწყებისთვის.

სწავლის პროცესის ძირითად ნაწილს შეადგენს დემონსტრაცია და პრაქტიკული სამუშაოები. სტუდენტები სწავლობენ რეალური დავალებების პრაქტიკული განხორციელებით და იღებენ გამოცდილებას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია სისტემური ადმინისტრირების დასაუფლებლად.
LPIC-1 კურსზე რეგისტრაციის წესები
LPIC-1 კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ, მსურველი ხდება LPI–ს აკადემიის LPIC-1 კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ–ფოსტის მისამართზე.

იმისათვის, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს LPIC-1 სასწავლო კურსზე, მან უნდა ჩააბაროს IQ და ინგლისურ ენაში ტესტირება. აღნიშნული ტესტირება ტარდება ჩვენს აკადემიაში, აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. ტესტირების ზუსტ თარიღს და დროს აბიტურიენტებს პირადად შეატყობინებენ ელექტრონული წერილის და ტელეფონის მეშვეობით.

ინგლისური ტესტი უფასოა და მისი გავლა სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაირიცხოს სასწავლო კურსზე, რადგან ამ ტესტით ხდება ინგლისური ენის მათი ცოდნის დონის შემოწმება. იმის გამო, რომ სასწავლო მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ინგლისურის ცოდნა აუცილებელია საკმაოდ მაღალ დონეზე.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე.
LPIC-1 კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით "რეგისტრაციის" გვერდზე.