|
JRE
|
|
|
JRE
JRE - Junos Routing Essentials

JRE კურსი წარმოადგენს Juniper-ის ქსელური აკადემიის ბაზურ კურსს, რომელიც ორიენტირებულია Junos ოპერაციულ სისტემაში ბაზური მარშრუტიზაციის საკითხების განხილვაზე.

აღნიშნული კურსი საიტერესოა მათთვის, ვისაც გააჩნიათ Juniper–ის მოწყობილობებთან მუშაობის გარკვეული ცოდნა/გამოცდილება და სურვილი აქვს გაიღრმავოს ცოდნა Junos ოპერაციულ სისტემაში მარშრუტიზაციის ტექნოლოგიების და პროტოკოლების კონფიგურაციაში. JRE კურსის გავლა რეკომენდირებულია ქსელის იმ ინჟინრებისა და ადმინისტრატორებისათვის, რომელთაც გავლილი აქვთ Juniper-ის ქსელური აკადემიის IJOS კურსი.

მოცემული კურსი წარმოადგენს Juniper–ის ინდუსტრიული სერტიფიცირების პირველი დონის გამოცდისთვის მომზადების მეორე ეტაპს, რომლის გავლის შედეგად სტუდენტს შეეძლება JNCIA-Junos გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება.
კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 3 კვირა.

ლექციები ტარდება კვირაში 3–ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 2–2,5 საათი.

ლექციების დაწყების დრო – 14:00 საათი


ლექციები ტარდება ქართულ ენაზე. სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმაში.

კურსის ბოლოს სტუდენტები აბარებენ შემაჯამებელ ტესტს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი  მიიღებენ Juniper–ის ქსელური აკადემიის JRE კურსის დასრულების შესახებ დამადასტურებელ სერტიფიკატს.
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები
JRE კურსის ღირებულება –  450 ლარი

სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, მას შეუწყდება Juniper–ის ქსელურ აკადემიაში სწავლის გაგრძელების უფლება.
კურსში განხილული საკითხები
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან მარშრუტიზაციის პრინციპებს და მათ განხორციელებას Juniper–ის მოწყობილობებში. გაეცნობიან ღია სტანდარტის მარშრუტიზაციის პროტოკოლების, ფაიარვოლის ფილტრების და პაკეტების კლასიფიცირების სხვადასხვა მეთოდით კონფიგურაციას. 

როგორც თეურიული ლექციების, ასევე პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოების მეშვეობით სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ შემდეგი საკითხები:

  • მარშრუტიზაციის ბაზური კონცეფციის და ფუნქციონირების მიმოხილვა
  • მარშრუტიზაციის სხვადასხვა ცხრილების შესწავლა
  • სტატიკური მარშრუტიზაცია
  • OSPF პროტოკოლის კონფიგურაცია
  • მარშრუტიზაციის პოლიტიკის შემუშავება
  • სხვადასხვა სახის ფაიარვოლის ფილტრების კონცეფციის მიმოხილვა და მათი კონფიგურაცია
  •  პაკეტების კლასიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები
სასწავლო კურსში გამოყენებულია Juniper–ის ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა, რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მისი განახლება ხდება პერიოდულად, რათა მასში ასახული იყოს Junos ოპერაციულ სისტემაში შეტანილი ცვლილებები და ის საკითხები, რომლებიც შედის JNCIA-Junos სასერტიფიკატო გამოცდაში.

სასწავლო კურსის ლექციების 50% შედგება პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოებისგან, რომელთა მსვლელობისას სტუდენტებს ეძლევათ Juniper–ის მოწყობილობებთან მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობა, რაც დაეხმარება მათ თეორიული საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში.
JRE კურსზე რეგისტრაციის წესები
JRE კურსზე მოსახვედრად სტუდენტმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსების და წარდგენის შემდეგ მსურველი ხდება Juniper–ის აკადემიის JRE კურსის აბიტურიენტი, რის შესახებაც მას ეგზავნება ავტომატური დამადასტურებელი ელექტრონული წერილი სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ–ფოსტის მისამართზე.

იმისათვის, რომ აბიტურიენტი ჩაირიცხოს JRE სასწავლო კურსზე, მან უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდა, რომელიც შეამოწმებს აბირუტიენტის ბაზურ ცოდნას და გამოცდილებას Juniper–ის მოწყობილობების კონფიგურაციაში. გამოცდა წარმოდგენილი იქნება ინგლისურ ენაზე. აღნიშნული ტესტირება ტარდება ჩვენს აკადემიაში, აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. ტესტირების ზუსტ თარიღს და დროს აბიტურიენტებს პირადად შეატყობინებენ ელექტრონული წერილის და ტელეფონის მეშვეობით.

აღნიშნული გამოცდა უფასოა და მისი გავლა სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩაირიცხოს სასწავლო კურსზე. ასევე, აუცილებელია, რომ აბიტურიენტმა იცოდეს ინგლისური ენა საკმაოდ მაღალ დონეზე, რადგან სასწავლო მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელ–ფოსტის მისამართზე.
რეგისტრაცია დახურულია